თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო სამკერვალოს მიერ შეკერილი ტანსაცმლის ონლაინ-მაღაზიის შექმნას განიხილავს

თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო სამკერვალოს მიერ შეკერილი ტანსაცმლის ონლაინ-მაღაზიის შექმნას განიხილავს

თავდაცვის სამინისტრო სპორტული ტანსაცმლის ონლაინ-მაღაზიის შექმნას განიხილავს – ამ პროექტის შესახებ დღეს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მინისტრის თქმით, კომპანია “დელტა ტექსტილი” ქართული ჯარის ოფიციალური სპორტული ტანისამოსის რეალიზაციის დაწყებას გეგმავს. ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს ბრენდირებული სამოსის რეალიზაცია შეიარაღებული ძალების პოპულარიზაციის ზრდაზე დადებითად აისახება.

თავდაცვის სამინისტრომ “დელტა ტექსტილი” სამკერვალო კომპანია “ჯეო-ემ-ტექსის” ბაზაზე შექმნა. ოქტომბერში თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კომპანია კომერციულ დაკვეთებზე მუშაობის დაწყებას განიხილავდა. თავდაცვის მინისტრთან BMG-ის კითხვა შეეხებოდა იმას თუ რამდენად უნდა შედიოდეს სახელმწიფო სამკერვალო კომპანია სხვადასხვა დაკვეთის მომსახურებაში კონკურენციაში კერძო კომპანიებთან.

“რაც შეეხება დელტა ტექსტილს, აქ იმხელა მოთხოვნაა საზოგადოებისგან და თუნდაც ჯარის ახლობლებისგან იმდენად მოსწონთ ხარისხი, რომ ვფიქრობთ გავაკეთოთ ონლაინ მაღაზია. პოპულარიზაციისთვისაც ვფიქრობ არ იქნება ცუდი, როდესაც ჩვენ მოქალაქეებს ეცმევათ სპორტულები, რომელსაც ეწერება ‘თავდაცვის სამინისტრო’ და თავდაცვის ძალები,”- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

კომპანია “დელტა ტექსტილი” 2020 წლის აგვისტოში დაფუძნდა. ბიზნეს რეესტრის თანახმად, მისი 100%-იანი წილის მფლობელია სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტა.

“დელტა ტექსტილს” 2022 წლის ფინანსური ანგარიში საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული. დოკუმენტის თანახმად, კომპანიის შემოსავალმა გასულ წელს 9.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 0.3 მილიონი ლარით ნაკლები იყო. ამასთან, კომპანიამ წელი მოგების ნაცვლად 8.7 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, რისი მთავარი მიზეზიც კომპანიის აქტივების 10 მილიონი ლარით გაუფასურება იყო.

ფინანსურ ანგარიშში არაა წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაცია თუ რამ განაპირობა მისი აქტივების გაუფასურება.

მსგავსი სიახლეები

“ლიზინგის დარგს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს” – რა საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს სექტორი

“ლიზინგის დარგს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს” – რა საკანონმდებლო…

სალიზინგო სექტორის წარმომადგენლები დარგისთვის საკანონმდებლო და საგადასახადო მიმართულებით ცვლილებებს ითხოვენ. როგორც სალიზინგო კომპანიების ასოციაციაში BMG-ის განუცხადეს, ერთ-ერთი გამოწვევა ამჟამად სექტორისთვის მოქმედი…
ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია – TOP-10 ექსპორტიორი/იმპორტიორი

ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია – TOP-10 ექსპორტიორი/იმპორტიორი

ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც ექსპორტ-იმპორტი 2024 წელს თითქმის $2 მილიარდამდე, უფრო კონკრეტულად კი 1 მილიარდ 915 მილიონ დოლარამდე…
მთავრობა შაქრის იმპორტზე ერთი წლით გადასახადს აწესებს

მთავრობა შაქრის იმპორტზე ერთი წლით გადასახადს აწესებს

“ქართული ოცნების” მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი…